Video of the Day

Sunday 29 December 2013

დათო

დროებითი პოსტი


მადლობა ყველას ვინც აქტიურობთ ამ თემის ირგვლივ
ნუ ახლა თქვენ იმას ამბობთ, რომ ვინმესთვის ჯანმრთელობა არაა პრიორიტეტული?? „მთავარია ჯანმრთელობაო“ სადღეგრძელოებშიც სულ ამას არ გავიძახიით :)) უბრალოდ ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ დღევანდელ ეპოქაში ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმშია ფაქტიურად სასიკვდილოდაა განწირული. ეს კი ყველა იმ ადამიანს შეეხება ვინც ტექნოლოგიებთან ურთიერთობას ახალგაზრდობიდანვე ვერ შეეჩვევა.
გაქვთ ალბათ ის ვიდეო ნანახი, სადაც თუ არ ვცდები კორეელი ექიმი უფასოდ უკეთებს ოპერაციას ადამიანს, რომელმაც მას ბავშვობაში კეთილად დაამახსოვრა თავი. (უცებ ვეღარ ვნახე ამ ვიდეოს ლინკი, თუ ვინმემ იცით გააზიარეთ, თუ არადა მოვძებნი მერე). მანდ უფრო სხვა იდეაა ჩადებული, თუმცა იმ კუთხითაც შეიძლება შევხედოთ, რომ დღეს, ახალგაზრდა ადამიანის დახმარება შემეცნებითი კუთხით, ეს იგივეა რაც ხვალე ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დასკვნა კი ის არის, რომ თუ ვიღაცას ლეპტოპს ვჩუქნით ეს ჯანმრთელობაზე ზრუნვაცაა. სწორედ იმ ბავშვმა უნდა შექმნას მომავალში სიმსივნის დასამარცხებელი საშუალება.

ბედიანის ბავშვებს ვუყიდე ლეპტოპი Dell Latitude 5520 თავის ჩანთით და 3 წლიანი გარანტიით, ირაკლი შენს მოსაზრებას ვეთანხმები საკუთრებასთან დაკავშირებით, ამ ლეპტოპზე პასუხისმგებელი იქნება მიშა ბერუაშვილი ბედიანის ბავშვთა სახლის აღზრდილი (ვის ათხოვებს ან არ ათხოვებს თავად გადაწყვეტს). მიშა მეორე კურსის სტუდენტია ილიას უნივერსიტეტში, თუმცა ყოველ შაბათ კვირას ახერხებს, რომ წავიდეს ბედიანში და მიეხმაროს იქაურებს საყოფაცხოვრებო სამუშაოებში. ყველას დიდი მადლობა გადაგიხადათ.
ლეპტოპი დაჯდა 1000 ლარი ხოლო დარჩენილი 600 ლარი გადავურიცხე დავით პაპიძეს, ვუსურებ მალე გამოჯანმრთელებას.

ამიერიდან ვინც თანხას ჩამირიცხავს დანიშნულებაში მიუთითეთ კონკრეტული საქმე, რატო ან ვისთვის რიცხავთ, (მაგალითად „მეგი შუბითიძე“). თუ თქვენთვის სულ ერთია რას მოხმარდება ეს თანხა, მაინც მიუთითეთ კონკრეტული შემთხვევა, თორემ საკუთრ მუცელს მოვახმარ :-))

ეს კი ჩემი ანგარიშის ნომერი GE05TB7963236010100003, მიმდინარე ანგარიშია TBC ბანკში


ესეც ანგარიში

TBC ბანკი
GE05TB7963
236010100003
მიმღები ზაქარია ქარსაულიძე


თუ აქედან აკოპირებთ, მაშინ  ყურადღება მიაქციეთ, რომ მონიშნილუ იყოს მხოლოდ ანგარიშის ნომერი   :)

ზაზა ქარსაულიძე